Monday, 14 December 2015

ბოლო მეცხრე დღის რეფლექსია

პროექტის ბოლო დღეა და კითხვა მიჩნდება:"შვებით ამოვისუნთქოს მასწავლებელმა კურსის დამთავრების შემდეგ,თუ ჩვეული მოთხოვნების შესრულებას შეუდგეს?"
მე პირადად დასრულების შემდეგ საშინელი მოუსვენრობა დამეუფლა,ისეთი საინტერესო წიგნს რომ წაიკითხავ და გენანება რომ დასრულდა,პროექტზე მუშაობა სწორედ ასეთი საინტერესო,შინაარსიანი და საქმიანი ტრენინგი იყო.
მიუხედავად იმისა,რომ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა მაინც....
ვფიქრობ,ეს წიგნი პროექტზე მუშაობისას ჩემი სამაგიდო წიგნი იქნება.
მასწავლებლის შესახებ ნოდარ დუმბაძეს დავესესხები-"მასწავლებელს უსაზღვლოდ უნდა უყვარდეს საგანი,რასაც ასწავლის და შეძლოს სხვასაც შეჰყაროს ეს სიყვარული,როგორც სენი უკურნებელი".
ის, რაც ვისწავლე სწავლის პროცესში მნიშვნელოვნად შემიწყობს ხელს,რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით ბატონო დათო.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას,პატივისცემით ლიკა.

No comments:

Post a Comment