Monday 14 December 2015

ბოლო მეცხრე დღის რეფლექსია

პროექტის ბოლო დღეა და კითხვა მიჩნდება:"შვებით ამოვისუნთქოს მასწავლებელმა კურსის დამთავრების შემდეგ,თუ ჩვეული მოთხოვნების შესრულებას შეუდგეს?"
მე პირადად დასრულების შემდეგ საშინელი მოუსვენრობა დამეუფლა,ისეთი საინტერესო წიგნს რომ წაიკითხავ და გენანება რომ დასრულდა,პროექტზე მუშაობა სწორედ ასეთი საინტერესო,შინაარსიანი და საქმიანი ტრენინგი იყო.
მიუხედავად იმისა,რომ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა მაინც....
ვფიქრობ,ეს წიგნი პროექტზე მუშაობისას ჩემი სამაგიდო წიგნი იქნება.
მასწავლებლის შესახებ ნოდარ დუმბაძეს დავესესხები-"მასწავლებელს უსაზღვლოდ უნდა უყვარდეს საგანი,რასაც ასწავლის და შეძლოს სხვასაც შეჰყაროს ეს სიყვარული,როგორც სენი უკურნებელი".
ის, რაც ვისწავლე სწავლის პროცესში მნიშვნელოვნად შემიწყობს ხელს,რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით ბატონო დათო.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას,პატივისცემით ლიკა.

Sunday 13 December 2015

მერვე დღის რეფლექსია

წარმეტებული დღეი იყო,
როგორც იქნა  მივაღწიეთ პროექტის წინა საფინალო დღეს.
რთული და შუძლებელი, არც არაფერი ყოფილა....
საინტერესოდ  და ნაყოფიერად ჩაიარა დღევანდელმა დღემ
რომ არა ბატონი დავითი,ასეთი ადვილი და საინტერესო ალბათ არც იქნებოდა,
რისთვისაც კიდევ ერთხელ,უღრმესი მადლობა...
მოუთმენლად ველი პროექტის ბოლო დღეს,როცა საბოლოო ნამუშევარს ვიხილავ და განვათავსებ ბლოგზე......

Friday 11 December 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს შევისწავლეთ,თუ როგორ ჩავწეროთ ჩვენი ნამუშევრები დისკზე,რომელმაც საინტერესოდ და ხალისით ჩაიარა,რისთვისაც მადლობა-ბატონ დავითს.
ჩვენი მოღვაწეობა დასასრულისკენ მიექანება,მაგრამ შესასწავლი კიდევ ბევრია.
ვფიქრობ,ბევრი დრო დაგვჭირდება შეფასების კომპონენტების მორგებაში,მაგრამ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს...
ბატონი დავითის დახმარებით,ამ გვერდსაც წარმატებით გავართმევთ თავს.

პროექტის პორტფოლიო

Saturday 5 December 2015

მე-6 დღის რეფლექსია

მინდა აღვნიშნო,რომ ყოველი ახალი ტრენინგის დღე საინტერესო და ბევრის მომცემია.
დღეს, მართალია დროში ვიყავით შეზღუდული,მაგრამ ბევრი რამ კარგი და მნიშვნელოვანი გავიგე.
რთული და შეუძლებელი არაფერი ყოფილა,მთავარია მონდომება და გულისხმიერი მოკიდება საქმისადმი.
წინ კიდევ 3 დღე გვრჩება.
ვფიქრობ,მეტად საინტერესო წინ გვაქს და ნაყოფიერად ჩაივლის დარჩენილი დღეები.
სულმოუთქმელად ველი მომდევნო შაბათ-კვირას.